საქართველო და ჩინეთი ბოლო დროს აქტიურად ავითარებენ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას. ასევე თბილისში ჩამოსვლით დაინტერესებულია უამრავი ვიზიტორი და ტურისტი ჩინეთიდან. ამ მიზეზით საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა უვიზო რეჟიმი დაეწესებინა ჩინეთთან. როგორ აისახება ეს მომავალ ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ტურისტების რაოდენობაზე, დრო გვიჩვენებს.