ბევრ 40 წელს გადაცილებულ მამაკაცს შესანიშნავად ესმის, რომ ურთიერთობებისთვის პატარა გოგონა არ შეეფერება, თუმცა ისინი სინანულით აღნიშნავენ, რომ მათივე ასაკის ქალების გარეგნობა იცვლება და ზოგიერთი რამ მათ ძალიან აღიზიანებთ.
რას ვერ იტანენ და რა აღიზიანებთ ყველაზე მეტად მამაკაცებს 40 წელს გადაცილებულ ქალებში?
მოკლე თმა
მიუხედავად იმისა, რომ ყველა სტილისტი ერთხმად აღნიშნავს, ელეგანტური ასაკის ქალმა გრძელი თმა არ უნდა ატაროსო, მამაკაცები ამ აზრს კატეგორიულად არ იზიარებენ. ისინი ნებისმიერ ასაკში გრძელ თმას ანიჭებენ უპირატესობას. მოკლედ შეჭრილი თმა კი თითქმის არასდროს მოსწონთ.
ასე რომ, თუ თქვენმა თმამ წლებთან ერთად სიჯანსაღე და სილამაზე არ დაკარგა, არ არის აუცილებელი მოკლე ვარცხნილობაზე გადახვიდეთ.
ჭარბი წონა
ეს ყველაზე შესამჩნევი ცვლილებაა, რომელიც ქალს ასაკთან ერთად ემართება. თითქმის ყოველი მეორე იმატებს წონაში და ზოგჯერ სერიოზული სიმსუქნის პრობლემა აწუხებს.
ქალაქის ცხოვრების მუდმივი სტრესი, ცუდი ეკოლოგია, უხარისხო პროდუქტები სიმსუქნის რისკს უკვე 30 წლის შემდეგ ქმნის. თუმცა, სასოწარკვეთაც არ ღირს. ყოველთვის შეიძლება დროის გამონახვა სუფთა ჰაერზე სეირნობის, ცურვის, ზოგადად, ვარჯიშისთვის, ასევე კვების გაკონტროლებისთვის. ეს მხოლოდ იმისთვის არა, რომ მამაკაცებს მოეწონოთ, უბრალოდ ჯანმრთელობისთვის.
ცუდი კბილები
არაფერი ისე არ აბერებს ქალს, როგორც უკბილობა, ოქროს კბილები ან აშკარა კარიესი. თუმცა, ეს პრობლემა ხშირად საკმაოდ კარგად მოვლილ ქალებსაც აწუხებთ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ჯობს ზედმეტი თანხა კარგ ქურქზე ან სამკაულზე დახარჯოს, ვიდრე ლამაზ ღიმილზე. ამ მოსაზრებას მამაკაცები საერთოდ არ ეთანხმებიან.
ულვაში
ძლიერი სქესის წარმომადგენლები ხშირად ამჩნევენ ასაკში შესულ ქალებს ბეწვებს ზედა ტუჩის ზემოთ. ეს დამახასიათებელია კლიმაქსის პერიოდისთვის. დღეს არაა აუცილებელი ულვაშის მოპარსვა ან პინცეტით ამოღება. არსებობს ეფექტური საშუალება – ლაზერული ეპილაცია.
დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი
ბევრი მამაკაცი ჩივის, რომ ასაკის მატებასთან ერთად ქალის ფეხსაცმლის ქუსლი მოკლდება ან საერთოდ უქუსლო ხდება. ისინი მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი ქალური „ბოროტი ზრახვაა“, თუმცა ქალებს ესმით, რომ ამის მიზეზები ბევრად ღრმაა.
მიუხედავად მამაკაცების პროტესტისა, მაინც სასურველია, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ქალმა ყოველდღე არ ატაროს. მაგრამ საზეიმო ღონისძიებებზე, კონცერტზე, თეატრსა თუ რესტორანში გამონაკლისი უნდა დაუშვას.
დიდი ჩანთა
რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თურმე მამაკაცები ქალის ჩანთის ზომას აქცევენ ყურადღებას. ის კი არა და, კვლევაც კი არსებობს, სადაც მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ქალს პატარა ზომის ჩანთით მეტი შანსი აქვს, რომ მამაკაცი გაიცნოს. ქალი დიდი ჩანთით მამაკაცებში იწვევს „მეოჯახე" – ქმრიანი, შვილებიანი და, ზოგადად, ასექსუალური ქალის ასოციაციას.
შემფასებელი მზერა
მაგრამ ყველაზე „საშინელი“ მამაკაცებისთვის „მზერა“ აღმოჩნდა. მათი აზრით, ქალი ასაკში მამაკაცებს ზედმეტად „შემფასებლურად“ უყურებს და მათ ნაკლოვანებებს უმალ ამჩნევს. ბევრად სასიამოვნოა, პატარა გოგონა გააბრუო ლაპარაკით, მოატყუო – მაინც ვერ გაარჩევს ტყუილსა და მართალს. 40 წელს გადაცილებულ ქალებთან კი ეს ხრიკები მამაკაცებს არ გაუვათ.