თბილისის ცენტრში ავარიული სახლის კედელი ჩამოინგრა

სახლი კერძო პირს ეკუთვნის, იუწყება მასმედია.
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. თბილისის ცენტრში, ინგოროყვას ქუჩაზე ავარიული სახლის კედელი ჩამოინგრა, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“.
კედლის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მედიასაშუალებები თბილისის მერიაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ სახლი კერძო პირს ეკუთვნის. უწყებაში შენობის რესტავრაციის ან გამაგრების თაობაზე მიმართვა არ შესულა, განაცხადეს მერიაში.