თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სადახლო საავტომობილოში“ 278 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
მებაჟე ოფიცრებმა 40.320 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი (ე.წ. საღეჭი თამბაქო) ეჭვის საფუძველზე სომხეთის მოქალაქის სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად მისაბმელის იატაკში მოწყობილ სამალავში იპოვეს.
სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოჩენილი არადეკლარირებული თამბაქოს საერთო საბაჟო ღირებულებამ 278.208 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.