„უნდა გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები და შევქმნათ ადამიანური ყოფის ახალი მოდელი!“ - ვიდეო

არ შეიძლება წარსულით ცხოვრება და წარსულზე ჩაბღაუჭება. აუცილებელია განვითარება და საქართველო, როგორც პლატფორმა, გამოდგება სიახლეების დასატესტად. უნდა დაინერგოს სიახლეები, მაგალითად, ურთიერთობების ახალი ფორმატები როგორც სხვა სახელმწიფოებთან, ასევე შიდა პოლიტიკაში.
Sputnik
თუ ამ მიდგომამ გაამართლა და ჩაანაცვლა ის აგრესიული დუღილი და დაძაბულობები, რაც ბოლო 30 წელიწადია ვერ დამთავრდა ქვეყანაში, მაშინ ამ მოდელის გადატანა შეიძლება სხვა სივრცეებში, მაგალითად, ჩვენს მეზობლებთან.
„Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველ ემიგრანტთა კონგრესის ორგანიზატორმა ერეკლე შონიამ აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
„საქართველოში უნდა დაინერგოს მოდელი, რომელიც არ იქნება ნაკარნახევი რომელიმე სხვა სახელმწიფოს მიერ. არამედ ეს მოდელი უნდა იყოს შექმნილი აქაური რესურსებისა და ყველა პარამეტრის გათვალისწინებით. 30 წელიწადია გაწევ-გამოწევის რეჟიმში ვართ და არა თანამშრომლობის. ამიტომ ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს მყარი პარტნიორობით, რაც ნიშნავს ქვეყნის შიგნით ყველაფრის დალაგებას თავის ადგილზე, და გავხდეთ საინტერესო პარტნიორი სხვა ქვეყნებისთვისაც“, – განაცხადა შონიამ.