სამეგრელოში დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში დენის დარტყმის შედეგად 35 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ადგილობრივების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მდინარეზე თევზის დაჭერას დენის მეშვეობით ცდილობდნენ.
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.