თბილისის კონსერვატორიასთან კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება გააპროტესტეს - ვიდეო

თბილისის კონსერვატორიის შენობასთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელიც სოციალური ქსელების საშუალებით დაიგეგმა.
Sputnik
მიტინგის მიზეზი გახდა კულტურის მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, კონსერვატორიის რექტორის არჩევნები გაუქმდა, რომელიც 10 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. აქციის მონაწილეები ამ გადაწყვეტილების გადახედვას მოითხოვენ.