ტესტი: რა გიშლით ხელს ახალი ურთიერთობის დაწყებაში?

გთავაზობთ ვიზუალურ ტესტს, რომელიც გაგარკვევთ, რატომ გიჭირთ ახალი ურთიერთობების აწყობა.
Sputnik
დააკვირდით ნახატს და თქვით, რა დაინახეთ პირველად.
ვიზუალური ტესტი

თუ დაინახეთ:

თეთრწვერა მოხუცი
ახალი ურთიერთობების დაწყება ძველი გამოცდილების გამო გიჭირთ. დიდი ალბათობით, ყოფილმა პარტნიორმა არაერთი ტკივილი მოგაყენათ. ამან შინაგანი ტრავმა დაგიტოვათ, რაც ახლა სხვა ადამიანისთვის გულის გადაშლასა და თქვენს ცხოვრებაში მის შემოშვებაში გიშლით ხელს. გეშინიათ, რომ იგივე შეცდომას გაიმეორებთ, რაც მანამდე დაუშვით.
თქვენი პრობლემა სწორედ ეს შიშია, რომელიც მაინც გძალავთ, მიუხედვად იმისა, რომ მტკივნეული დაშორებიდან შეიძლება უკვე ბევრი დროც იყოს გასული.
საუკეთესო გამოსავალი იმის გააზრებაა, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი არაა და ახალი პარტნიორი შესაძლოა საერთოდ არ ჰგავდეს ყოფილს.
ორი თეთრი ფრინველი
ახალი ურთიერთობებისგან ძალიან ბევრის მიღება გსურთ და ამიტომ გამორიცხული არ არის, იდეალურ ვარიანტსაც კი ეძებდეთ.
საქმე ისაა, რომ პარტნიორს ძალიან მაღალ მოთხოვნებს უყენებთ და ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება მხოლოდ იდეალურ ადამიანებს თუ შეუძლიათ. მაგრამ ამგვარი იდეალი მხოლოდ თქვენს წარმოსახვაში არსებობს და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
თუ მიწაზე არ დაეშვებით და ყოველმხრივ შემკული პრინცის ძებნას არ შეეშვებით, შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე მარტოხელა დარჩეთ. ამიტომ უფრო რბილად შეხედეთ ირგვლივ მყოფებს. იქნებ მათ შორის იყოს ვინმე ისეთი, ვისი ნაკლიც მომხიბლავად მოგეჩვენებათ.
მთები
მთები ემოციური გაუცხოების ნიშანია. ბევრი ფიქრობს, რომ გულდახურული და რთული (შეიძლება ითქვას, მძიმე) ადამიანი ხართ.
საქმე ისაა, რომ სანამ ახალ ადამიანს გულს გაუხსნით, საკმაო დრო გჭირდებათ. იმის ნაცვლად, რომ ადამიანს თქვენთან მოახლოება გაუმარტივოთ, პირიქით, ართულებთ ამ პროცესს. ურთიერთობებში ერთგვარ კედელს აგებთ, რაც კიდევ უფრო გაშორებთ თაყვანისმცემელს.
სავარაუდოდ, იცით, რომ თქვენისთანა რთულ ადამიანთან ურთიერთობების დაწყება ძალიან ძნელია. მაგრამ პრობლემას ვერაფერს (ან არაფერს) უხერხებთ.
კარგი იქნება, თუ ვინმეს ნაბიჯ-ნაბიჯ დაუახლოვდებით. მიეცით საკუთარ თავს დრო — ერთი თვე იქნება ეს თუ უფრო მეტი. არ შეტოპოთ ურთიერთობებში ძალიან ღრმად მანამ, სანამ ამ ურთიერთობებში კომფორტულად არ იგრძნობთ თავს. წინააღმდეგ შემთხვევაში იმედები შეიძლება მალევე გაგიცრუვდეთ და ისევ მარტო დარჩეთ.