გარდა ამისა, ქართველები მიდიან საზღვარგარეთ, რისი ძირითადი მიზეზიც ეკონომიკური სიდუხჭირე და იდეის არქონაა. მსოფლიო ახალი გადანაწილების პერიოდში შედის და როგორ უნდა მოახერხოს საქართველომ ამ რთულ პერიოდში გაძლიერება?
„Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველ ემიგრანტთა კონგრესის ორგანიზატორმა ერეკლე შონიამ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
„გაძლიერება ვერ მოხერხდება რომელიმე ერთი დარგით, ამიტომ ჩვენი მცდელობაა, გავაერთიანოთ რამდენიმე დარგის სპეციალისტები. უნდა შეიკრას გარკვეული კონსტრუქცია, რომელიც დაკომპლექტდება სწორი კადრებით. თუ არა გონიერება და სამეცნიერო მიდგომები, ამ ახალი გადანაწილების ეპოქაში ისეთი პატარა ერის გადარჩენა, როგორიც საქართველოა, პრაქტიკულად შეუძლებელია“, – განაცხადა შონიამ.