საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები მალულად შემოჰქონდათ

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის სამსახურს გადაეცა.
Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში" ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები – 106 აბი Methadone 40 და 14 კაფსულა Galara (300 MG Pregabalin) აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.