თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. იარაღი, რომელსაც ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსისა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგის შეცვლა შეუძლია, არ არსებობს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, კიევისთვის მიწოდებული „აბრამსები“ სერიოზული იარაღია, მაგრამ ისინიც დაიწვება.
„ეს ყველაფერი ვერანაირად ვერ იმოქმედებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის არსზე, მის შედეგზე. არ არსებობს არანაირი პანაცეა და არც არანაირი ტიპის იარაღი, რომელსაც ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსის შეცვლა შეუძლია. ასეთი იარაღი არ არსებობს", — განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მედიის წარმომადგენლებს მან პრეზიდენტ პუტინის სიტყვები გაახსენა გერმანულ „ლეოპარდებთან“ და ამერიკულ Bradley-სთან დაკავშირებით, რომ ისინი „შესანიშნავად იწვიან“.
„ესენიც დაიწვება“, — დასძინა პესკოვმა.
მანამდე თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ტანკ Abrams-ების პირველი პარტია უკრაინაში ჩავიდა. სულ შეერთებული შტატები კიევისთვის 31 ტანკის მიწოდებას აპირებს.