თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. იტალიური კინოს ვარსკვლავი სოფი ლორენი, რომელსაც გასულ ოთხშაბათს 89 წელი შეუსრულდა, საავადმყოფოში მოხვდა, იუწყება Sophia Loren Restaurant ქალაქ ბარიში, რომლის გახსნაც 26 სექტემბერს იგეგმებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფი ლორენი ჟენევაში მდებარე საკუთარ სახლში წაიქცა. მსახიობი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში გამოკვლევების ჩასატარებლად, სადაც თეძოს რამდენიმე მოტეხილობა დაუდასტურდა.
„მას ჩაუტარდა ოპერაცია, რომელიც წარმატებით დასრულდა", — ნათქვამია განცხადებაში.
მსახიობთან ერთად არიან მისი ვაჟები ედუარდო და კარლო.
სამშაბათს ბარიში სოფი ლორენისთვის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონია უნდა გამართულიყო. იმავე დღეს მსახიობი აპირებდა მეოთხე რესტორნის გახსნას, რომელიც მის სახელს ატარებს. მანამდე Sophia Loren Restaurant გაიხსნა მილანში, ფლორენციასა და რომის საერთაშორისო აეროპორტში.