გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დაახლოებით 100 ჩინური კომპანია, რომლებიც მომხმარებლებს ბიზნესის წარმოების ახალ შესაძლებლობებს და ხარისხიან პროდუქტს სთავაზობენ. წარმოდგენილი იყო მრავალი სახის პროდუქცია: სამშენებლო მასალები და სხვადასხვა ხელსაწყოები, საფეიქრო ნაწარმი, პირველადი მოხმარების ნივთები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ავტომობილები.