ბათუმის პლაჟზე 40 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა

Sputnik
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. ბათუმის პლაჟზე 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა დღეს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცურვის შემდეგ მამაკაცი ნაპირზე შეუძლოდ გახდა და ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.