„ინოპრომ. ყაზახეთი“: ასტანაში სტენდი Made in Russia გაიხსნა

Sputnik
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო სამრეწველო გამოფენა „ინოპრომი. ყაზახეთი“ ასტანაში 25 სექტემბერს გაიხსნა საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ EXPO-ში, სადაც რუსული კომპანიებიც წარადგენენ საკუთარ პროდუქციას, იუწყება „რია ნოვოსტი“ რუსეთის საექსპორტო ცენტრზე დაყრდნობით.
„ბრენდით Made in Russia 18 რუსული კომპანია — სამშენებლო, კვების, ნავთობისა და გაზის, ენერგეტიკის, ქიმიური და სხვა დარგების მოწინავე პროდუქციის მწარმოებლები წარადგენენ თავიანთ პროდუქციას. ეროვნული ექსპოზიციის ორგანიზატორია რუსეთის საექსპორტო ცენტრი. Made in Russia-ის სტენდზე რუსული კომპანიები 100-ზე მეტ კომპანიას შეხვდებიან ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ბელორუსიდან, უზბეკეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თანამშრომლობითა და ერთობლივი პროექტებით. მთლიანობაში დაგეგმილია 150-ზე მეტი მიზნობრივი b2b შეხვედრა“, — ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
26 სექტემბერს, Made in Russia-სსაქმიანი მისიისფარგლებში, მრგვალიმაგიდაგაიმართებასახელწოდებით „რუსეთი და ყაზახეთი: თანამშრომლობის განვითარება გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში“, რომელსაც რუსეთისა და ყაზახეთის სახელისუფლებო ორგანოების, პროფილური ორგანიზაციებისადა ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
განხილვის მთავარი თემა იქნება რუსეთსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობა მრეწველობის სხვადასხვა სფეროში, ახალილოგისტიკურიმარშრუტებისმშენებლობადა ახალი კოოპერაციული კავშირების დამყარება მსოფლიოში გაზრდილი ტურბულენტობის პირობებში.
„ინოპრომ.ყაზახეთი“ 27 სექტემბრამდეგაგრძელდება. გამოფენაში 200-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს, რომლებიც წარმოადგენენინოვაციურპროდუქტებსისეთიინდუსტრიებიდან, როგორებიცაა მანქანათმშენებლობა, გემთმშენებლობა, მანქანათმშენებლობა, ქიმიური, მეტალურგიული, ტექსტილისადასაავიაციომრეწველობა.