თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისის დროით 09:21 საათზე, ქალაქ ლაგოდეხიდან აღმოსავლეთით 12 კილონეტრში, სოფელ რაჭისუბნიდან 13კილომეტრში 3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისძვრის კერა კი 18 კმ სიღრმეზე იყო.
ეს დღეს უკვე მეორე მიწისძვრაა. დღეს დილით 8 საათზე დედაქალაქიდან 4 კილომეტრში, ქალაქ მცხეთიდან აღმოსავლეთით 15 კილომეტრში, სოფელ ლელუბანში 4,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, საკმაოდ ძლიერი ბიძგი თბილისშიც იგრძნეს. მანამდე კი ღამის 12 საათზე დმანისთან, სოფელ ზემო ყარაბულაღში 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრაც მოხდა.
ინფორმაცია ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.