მსოფლიო დღეს

ლავროვი - რუსეთი მზადაა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაში რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. რუსეთი მზად არის უკრაინის თემაზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მოსკოვი არ განიხილავს არანაირ წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მაღალი დონის ღონისძიებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეული ნიუ-იორკში 19-დან 26 სექტემბრამდე იმართება. რუსეთის დელეგაციას ლავროვი ხელმძღვანელობს.
„დიახ, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის (უკრაინის საკითხზე - რედ.). მაგრამ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით არანაირ წინადადებას არ განვიხილავთ, რადგან ერთხელ უკვე განვიხილეთ ეს, თქვენ კი მოგვატყუეთ“, - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთმა ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ესაა უკრაინის "დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია" და რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების მიტაცება არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.