თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. მიწისძვრის მაგნიტუდა, რომელიც დღეს დილით 8 საათზე მოხდა, 4,7-ს შეადგენდა, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა მონაცემები განაახლა.
განახლებული მონაცემებით, მიწისძვრა დედაქალაქიდან 4 კილომეტრში, ქალაქ მცხეთიდან აღმოსავლეთით 15 კილომეტრში, სოფელ ლელუბანში მოხდა.
ბიძგები ძლიერად იგრძნობოდა თბილისშიც.
მიწისძვრის კერა კი 27 კმ სიღრმეზე იყო.
აღსანიშნავია, რომ წუხელ ღამით 12 საათზე ქალაქ დმანისიდან 11 კილომეტრში, სოფელ ზემო ყარაბულაღში 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრაც მოხდა. კერა 5 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ინფორმაცია ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.