თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. თბილისში, ე.წ. ბაგების სტუდქალაქში ერთ-ერთი კორპუსის მესამე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადავარდა და ადგილზე დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი წლის ბავშვი სახლში მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც აივანზე გავიდა და გისოსებიდან გაძვრა.
ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.