საქართველოში 2023 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მონაცემები დააზუსტეს

2023 წლის აპრილ-ივნისში ყველაზე მეტი ზრდა ადმინისტრაციული საქმიანობის, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროებში შეიმჩნეოდა.
Sputnik
თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. 2023 წლის მეორე კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2022 წლის აპრილ-ივნისთან შედარებით 7,5% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მასალებში.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი მონაცემების თანახმად, მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდამ წინა წელს 7,6% შეადგინა.
დაზუსტებული მონაცემებით, არსებული ფასების პირობებში, 2023 წლის მეორე კვარტალში მშპ-მა 19,3 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა, დეფლატორმა საანგარიშო პერიოდში 2% შეადგინა. მშპ-მა ერთ სულ მოსახლეზე – 5,2 ათასი დოლარი.
ეკონომიკის წამყვანი დარგები
2023 წლის აპრილ-ივნისში ყველაზე მეტი ზრდა ადმინისტრაციული საქმიანობის, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროებში შეიმჩნეოდა.
2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 5 წამყვანი სფერო

ეკონომიკის სფერო

ზრდა, %

ადმინისტრაციული საქმიანობა

42,8

მშენებლობა

22,7

ინფორმაცია და კომუნიკაცია

20,2

განათლება

19,6

ვაჭრობა

14,6

ვარდნა დაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობის, სოფლის, სატყეო და სარეწაო მეურნეობის სფეროებში.
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობის, გადამამუშავებელი მრეწველობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების სფეროები.
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილის მქონე 5 წამყვანი დარგი

ეკონომიკის სფერო

ხვედრითი წონა მშპ-ში, %

ვაჭრობა

15,5

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები

10,6

გადამამუშავებელი მრეწველობა

8,9

მშენებლობა

7,7

სოფლის მეურნეობა

7,7