„აზიმუტი“ მოსკოვი-ბათუმი და სოჭი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს შეასრულებს

ეს პირველი პირდაპირი რეისია მოსკოვიდან ბათუმში რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ
Sputnik
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის ავიაკომპანია „აზიმუტი“ პირდაპირი ფრენების შესრულებას მოსკოვის „ვნუკოვოდან“ საკურორტო ქალაქ ბათუმში 9 ოქტომბრიდან დაიწყებს, ხოლო სოჭიდან თბილისის მიმართულებით კი 11 სექტემბრიდან, ნათქვამია გადამყვანის ვებგვერდზე.
მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
რეისები მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი ორშაბათს და ხუთშაბათს განრიგის მიხედვით შესრულდება: გამგზავრება მოსკოვიდან 13:45 საათზე, დაფრენა ბათუმში 18:25 საათზე. ბათუმიდან - 19:25 საათზე, დაშვება მოსკოვში - 22:10 საათზე.
რეისები სოჭი-თბილისი-სოჭი შესრულდება ოთხშაბათს და შაბათს განრიგის მიხედვით: გამგზავრება სოჭიდან - 09:55 საათზე, დაფრენა თბილისში - 12:00 საათზე. სოჭიდან გამგზავრება 14:30 საათზე, თბილისში დაფრენა 16:35 საათზე.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.