როგორ მოვიპაროთ 3 ლარი: ქუთაისში პარფიუმერიის მაღაზია გაძარცვეს

მძარცველებმა მაღაზიის ფანჯრები და სალარო გატეხეს.
Sputnik
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ქუთაისში შაბათის ღამეს პარფიუმერიის მაღაზია ICI Paris გატეხეს. მძარცველებმა 3 ლარი მოიპარეს, რომელიც სალაროს აპარატში იდო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მაღაზიაში დილით მოსულ თანამშრომლებს ფანჯრები და სალარო აპარატი გატეხილი დახვდათ.
თანამშრომლების თქმით, სალაროში მხოლოდ 3 ლარი იდო, რომელიც მძარცველებმა წაიღეს.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.