საყვირებისა და დოლების ხმაურში: თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა - ვიდეო

ოპოზიციამ ხმაურიანი, მაგრამ მცირერიცხოვანი აქცია გამართა თბილისის ცენტრში. აქციაზე დაახლოებით 100 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ბევრ მათგანს თან ჰქონდა ვუვუზელა, საყვირი და სასტვენი, იყო რამდენიმე დოლიც.
Sputnik
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელი გადაკეტეს, რითაც პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლის ჩაშლა სცადეს.
მინისტრი სხდომაზე გამოცხადდა, დისკომფორტი კი მხოლოდ პოლიციელებს შეექმნათ, რომელთა სიახლოვესაც მომიტინგეები დოლზე უკრავდნენ და საყვირებს ახმიანებდნენ.