ლავროვმა აშშ-ის წინააღმდეგ არბიტრაჟის პროცედურის დაწყება მოითხოვა

Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს აშშ-ის წინააღმდეგ არბიტრაჟის პროცედურის დაწყებისკენ მოუწოდა, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„მინისტრმა გენმდივნის ყურადღება გაამახვილა აშშ-ის მიერ გაეროს ცენტრალური დაწესებულებების შესახებ 1947 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაზე, მათ შორის რუსეთისა და სხვა ქვეყნების დიპლომატებისთვის ვიზების გაცემაზე უარის თქმის შესახებ", — ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე.

რუსული უწყების ინფორმაციით, ლავროვმა „აღნიშნა, რომ შექმნილი სიტუაცია გუტერეშს შეერთებული შტატების წინააღმდეგ საარბიტრაჟო პროცედურის სასწრაფოდ დაწყების აუცილებლობას კარნახობს, რაზეც არაერთხელ იყო საუბარი გაეროს გენერალური ასამბლეის პროფილურ რეზოლუციებში".