ანანურთან მოეწყო პლაჟი და აქ ახლა ნამდვილი კურორტია
ბულვარიდან და სანაპიროდან ჩანს XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე
პირველი ნაგებობები აქ XIII საუკუნეში გაჩნდა, ციხე-სიმაგრის ძირითადი ნაწილი XVI-XVII საუკუნეებში აიგო
მის დასათვალიერებლად უამრავი ტურისტი დადის
ციხე-სიმაგრის ქვემოთ ასევე საინტერესო ადგილია
აქ ბულვარი და დასვენების ზონაა მოწყობილი არაგვის გაყოლებაზე
მოწყობილია ასეთი კომფორტული ფანჩატურები
ბევრი ადამიანი აქ საცურაოდაც დადის
ზოგიც გასარუჯად
არაგვის სანაპიროზე უამრავი ნავი და კატარღაა
მსურველებს გასეირნებაც შეუძლიათ
აქვეა რამდენიმე კვების ობიექტი
მათ შორის გზის პირას მდგომი მიკროავტობუსი
ანანურში ხშირად ბავშვებიც დაჰყავთ, მათთვის მოედანიცაა მოწყობილი
ხშირად შეხვდებით მექორწილეებსაც
თუმცა ძირითადად სანაპიროზე დასვენების მსურველებს შეხვდებით
ტურისტები ამ ადგილის შესახებ ხშირად ანანურის ციხე-სიმაგრის მონახულების შემდეგ იგებენ
სანაპიროდან კარგად ჩანს ციხე-სიმაგრე და ხიდი საქართველოს სამხედრო გზაზე
ეს კი ძველი ხიდია, რომელიც მთლიანად წყალქვეშ ექცევა, როდესაც წყალსაცავს ავსებენ