„ლანცეტები" და სხვა მოიერიშე უპილოტო აპარატები ძალიან დამაჯერებლად და პრაქტიკულად ყოველდღიურად ამტკიცებენ თავიანთ უპირატესობას სპეცოპერაციის ზონაში ნატოს ქვეყნების თანამედროვე სადაზვერვო და საჰაერო თავდაცვის სისტემების წინააღმდეგ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 19 სექტემბერს „ლანცეტით" უკრაინულ МиГ-29-ზე მაღალი სიზუსტის ეფექტური დარტყმა აჩვენა დოლგინცევოს სამხედრო აეროდრომზე, რომელიც რუსული ჯარების მიერ კონტროლირებადი დნეპრის მარცხენა სანაპიროდან დაახლოებით 70 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.
კამიკაძე-დრონის მოქმედება სადაზვერვო უპილოტო აპარატით დაფიქსირდა. კიევის რეჟიმის დასავლელი კურატორები შეშფოთებული არიან − ახლა უკრაინისა და ნატოს ავიაციას მხოლოდ რუსული გამანადგურებლები კი არ უქმნიან საფრთხეს, არამედ შორეული საჰაერო თავდაცვის სისტემებიც.
აშშ-ში ვარაუდობენ, რომ ეს დარტყმა ახალი შორი რადიუსის „ლანცეტის" საბრძოლო დებიუტი გახდა, რომელსაც შეუძლია დაარტყას უკრაინის შეიარაღებული ძალების სარეზერვო ავიაბაზას ვოზნესენსკში (ნიკოლაევის ოლქი) და სხვა სათადარიგო აეროდრომებს.
კიევის განკარგულებაში დარჩენილი შემტევი თვითმფრინავების შენარჩუნება დღემდე ძალიან მცირე სიმაღლეზე იშვიათი ფრენების ხარჯზე ხერხდებოდა. ამას ხელს ასევე უწყობდა ნატოს ადრეული აღმოჩენის სისტემის მეშვეობით რუსული სარაკეტო დარტყმების აღმოჩენა. უკრაინელი მფრინავები ნატოს შტაბის ბრძანებისთანავე ახერხებდნენ ავიატექნიკის სხვა ადგილზე გადატანას, სათადარიგო აეროდრომებზე ან საავტომობილო გზის მონაკვეთებზე გადაფრენას.
ევროპაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა ჯეიმს ჰეკერმა აღნიშნა, რომ უკრაინელი პილოტები თითქმის არასდროს იყენებენ ერთსა და იმავე აეროდრომს ორჯერ. კიევისთვის დაპირებული F-16-ები ამ ვითარებაში დიდხანს ვერ გაძლებენ.
მანამდე „ლანცეტების“ მთავარმა კონსტრუქტორმა ალექსანდრ ზახაროვმა განაცხადა, რომ ახალი თაობის ბარაჟირებადი საბრძოლო მასალა პრაქტიკულად მოუწყვლადია, ანუ უხილავია მოწინააღმდეგის რადარებისთვის. კომპანია Zala Aero Group-ის (შედის კონცერნ „კალაშნიკოვში“) ინტელექტუალურ იარაღს შეუძლია დამოუკიდებლად იპოვოს დანიშნული სამიზნე და დაარტყას მას.
რუსეთი კვლავაც ლიდერობს მსოფლიოში „ჭკვიანი“ უპილოტო თვითმფრინავების შექმნაში, მათ მასობრივ წარმოებასა და საბრძოლო გამოყენებაში. ის უპირობოდ ჯობნის ნატოს უკრაინაში მიმდინარე პროქსი-ომში.
ეს ცუდი ამბავია დასავლეთისა და კიევის მარიონეტული რეჟიმისთვის, თუმცა კარგი ამბავი პერსპექტივაში მოსალოდნელი არცაა. რუსული მოიერიშე დრონების მოქმედების რადიუსი და საბრძოლო სიძლიერე კვლავაც გაიზრდება. უკრაინა დასავლეთისთვის სახიფათო ტვირთი და მზარდი საფრთხე ხდება.
რუსული ჯვარი ნატოს გეგმებზე
მოდერნიზებული უპილოტო „ლანცეტ-3“, რომელსაც ჯვრის ფორმის ორი ფრთა აქვს, ბოლო თვეებში უკრაინული ჯარების კოშმარად იქცა.
„ლანცეტებმა“ დააზიანა უკრაინის შეიარაღებული ძალების ასობით ჯავშანტექნიკა, მათ შორის გერმანული ტანკები Leopard, შვედური CV90/40, ამერიკული Bradley, ჰაუბიცები M777 და M109 Paladin, სლოვაკური Zuzana 2, პოლონური Krab, საზენიტო სარაკეტო კომპლექსები IRIS-T, Avenger, Stormer HVM და Krab, კონტრბატარეული ბრძოლის კომპლექსები RM-70 RSZO, AN/TPQ-36, RLS.
შემთხვევითი არ არის, რომ პენტაგონის მეთაურმა ლოიდ ოსტინმა 19 სექტემბერს გერმანიის რემშტაინის ავიაბაზაზე გამართულ დონორი ქვეყნების მე-15 შეხვედრაზე მოკავშირეებსა და პარტნიორებს მოუწოდა, პრიორიტეტულად შესწირონ აშშ-ს საჰაერო თავდაცვის ყველა შესაძლო საშუალება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის დროს ასევე მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, სასწრაფოდ გაზარდონ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება.
ეს ფუჭი მცდელობაა. უკრაინულ თეატრში ნატოს თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიც კი უეფექტო გამოდგა − დრონებს ვერ ამჩნევენ, რუსული რაკეტების დარტყმას უშვებენ.
მცირედ შემჩნევადი „ლანცეტები" ავტონომიურად ასრულებენ საბრძოლო ამოცანას, ქმნიან საკუთარ სანავიგაციო ველს. მათი მარშრუტები წინასწარ არის დაპროგრამებული, თუმცა ფრენაში შესწორების შეტანა შესაძლებელია.
„ლანცეტის“ ჩაშენებული კამერა საშუალებას იძლევა, ქირურგიული სიზუსტით მიაყენოს დარტყმა კუმულაციური, ფრაგმენტულ-ფუგასური ან თერმობარიული მუხტით.
„ლანცეტის" ჩაჭერა, განადგურება ან მისგან თავის დაფარვა შეუძლებელია. უპილოტო საფრენ აპარატს აქვს თავდაცვა უახლესი ლაზერული იარაღისგანაც კი. აეროდინამიკური სქემა „ორმაგი იქსი" 110 კმ/სთ სიჩქარეზე მანევრირებისა და პიკირების საშუალებას იძლევა. „ლანცეტები“ 70 კილომეტრის მანძილზე უშეცდომოდ ანადგურებენ სამიზნეებს და ეს ზღვარი არ არის.
„ნაკეთობა-53“, ან Z-53 − რუსული მოიერიშე დრონების ევოლუციის ახალი ნაბიჯია ფრთის სხვა გეომეტრიით. აპარატმა წარმატებით გაიარა საბრძოლო გამოცდების სერია. კომპანია ZALA AERO მოიერიშე და სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავების მთელ ხაზს აწარმოებს.
რუსეთის ტექნოლოგიური ბაზა საშუალებას აძლევს ZALA-ს მძლავრ და მოუწყვლად უპილოტო საფრენ აპარატებს, განახორციელონ მრავალსაათიანი ფრენები გაშვების წერტილიდან 500 კმ-მდე მანძილზე. პირველი 12-საათიანი ფრენა 1130 კილომეტრიან მარშრუტზე ჰიბრიდულმა BFS ZALA 421-16ESG-მ ჯერ კიდევ ორი წლის წინ შეასრულა.
პროგრამული უზრუნველყოფა ოპერატორს შეცდომებისგან აზღვევს „ხელით მართვის" სიტუაციაში. მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები უზრუნველყოფს ზუსტ ნავიგაციას, ინტელექტუალურ მართვას ოპერატორის გარეშე.
მაღალტექნოლოგიური რუსეთი მიღწეულზე არ ჩერდება და არ იკეტება სასარგებლო უცხოური გამოცდილებისგან. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ თეირანში გამოფენაზე ირანული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატს გაეცნო. მანამდე, ივლისში შოიგუმ თანამედროვე შეიარაღების გამოფენა დაათვალიერა ფხენიანში (ჩრდილოეთ კორეა).
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე