ქუთაისში პირველი ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდა

ფესტივალი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა.
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში 20 სექტემბერს პირველი ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა, ნათქვამია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიებაში, რომელიც ასსაფეხურიან კიბესთან გაიმართა, ქართული მუსიკალური ჯგუფები GAGA FRANI და REGGAEON მონაწილეობდნენ.
პარალელურად მოეწყო ადგილობრივი ახალგაზრდა მეწარმეების ნამუშევრებისა და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ასევე გაიმართა სამაგიდო თამაშები.
ფესტივალის ორგანიზატორები ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ქუთაისის ახალგაზრდული ფესტივალი Kutaisi Youth Festival იყვნენ.