„საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები სამშობლოში არსებულ რთულ მდგომარეობას განიცდიან. ამასთან დაკავშირებით მათ გადაწყვიტეს შეკრება, რათა პრობლემების გადაჭრის გზა მოიფიქრონ“, – განაცხადა შეხვედრის ორგანიზატორმა ერეკლე შონიამ.
შონიას თქმით, შეხვედრის მონაწილეებს არ აქვთ ილუზია, რომ მხოლოდ ერთი შეხვედრა მოაგვარებს ყველა პრობლემას, მაგრამ ეს ქართული დიასპორის წარმომადგენელთა გაერთიანების პირველი ნაბიჯია.