„მას შემდეგ, რაც უკრაინის მრავალრიცხოვან დესანტს ქართველ ლეგიონერებთან ერთად გადმოსხამენ, ისინი მიზნად დაისახავენ სააკაშვილის გათავისუფლებას, ამის შემდეგ კი მომენტალურად ჩამოყალიბდება დროებითი მთავრობა და დაემხობა არსებული ხელისუფლება. ეს დროებითი მთავრობა გამოსცემს დასავლელი პარტნიორების სასიხარულო ბრძანებას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. და ჩვენ ჩავერთვებით სამხედრო მოქმედებებში, როგორც იყო ჩაფიქრებული“, – განაცხადა ხიდირბეგიშვილმა.