მსოფლიო დღეს

ერევნის ცნობით, აზერბაიჯანი სამოქალაქო ობიექტებს ცხრილავს

Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი − Sputnik. სხვადასხვა ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღში შეხების მთელ ხაზზე მიმდინარეობს, იუწყება „Sputnik–სომხეთი“ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით.

„წყაროს ცნობით, აზერბაიჯანის სამხედრო ძალების ქვედანაყოფები სხვადასხვა სახის იარაღის გამოყენებით კვლავაც ცდილობენ პოზიციურ წინსვლას და ამის პარალელურად სამოქალაქო ობიექტებსაც უშენენ ცეცხლს“, − ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან ერთად სომხური მხარე აცხადებს, რომ ყარაბაღის არმიის ქვედანაყოფები მტკიცე წინააღმდეგობას უწევენ მოწინააღმდეგეს და ზიანს აყენებენ მას.
ამ დროისათვის არსებული ცნობით, საომარი მოქმედებების შედეგად ყარაბაღში დაღუპულია 27 მშვიდობიანი მოქალაქე და დაჭრილია 200 ადამიანი.
აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები“ სამშაბათს, 19 სექტემბერს დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“. ბაქოს განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში გამოიყენება მაღალი სიზუსტის იარაღი, რომელსაც მწყობრიდან გამოჰყავს სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების პოზიციები, მათი საცეცხლე წერტილები, ასევე საბრძოლო საშუალებები და სამხედრო დანიშნულების ობიექტები, ხოლო სამოქალაქო მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე შეტევები არ ხორციელდება.
ერევანში ბაქოს ნაბიჯები „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევად“ და ბაქოს „აგრესიულ ნაბიჯებად“ შეაფასეს და განაცხადეს, რომ სომხეთს მთიან ყარაბაღში სამხედრო ძალები არ ჰყავს.