2023 წელს შემოდგომა საქართველოში რეზონანსული პოლიტიკური განცხადებებისა და მოვლენების ფონზე დაიწყო.
მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 1 სექტემბერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწო მას შემდეგ, რაც 31 აგვისტოს მან მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო საზღვარგარეთის ტურნე, რითაც, ხელისუფლების აზრით, კონსტიტუცია დაარღვია.
ხოლო 14 სექტემბერს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან კავშირების გამო სანქცირებულთა სიაში შევიდა.
ქართულმა საზოგადოებამ ამ ორი მოვლენის კარგად განხილვაც ვერ მოასწრო, რომ 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით სამოქალაქო არეულობა იგეგმება.