საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციონერებს ამერიკის აგენტები უწოდეს. საპასუხოდ ოპოზიციის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ დეპუტატები რუსეთის აგენტებად მოიხსენიეს.
ხელჩართული ბრძოლა გაიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძესა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ ირაკლი ზარქუას შორის.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვაშაძე სხდომათა დარბაზიდან გააძევეს, სადაც ოპოზიციამ კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანის სიტყვით გამოსვლის ჩაშლა სცადა. ვაშაძეს დარბაზში დაბრუნება სურდა, მაგრამ ის დაცვამ არ შეუშვა, რის შემდეგაც ოპოზიციის ნაწილი ირაკლი კობახიძის ინტერვიუსთვის ხელის შეშლას ცდილობდა.