18 სექტემბერს აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სამხრეთ კაროლინის შტატში უცნობი მიზეზების გამო საზღვაო ქვეითთა კორპუსის ბოფორტის ავიაბაზის შემადგენლობაში შემავალი მორიგი გამანადგურებელი F-35B Lightning II ჩამოვარდა.
და ეს გასაკვირი არ არის, რადგან Lightning-ს ასობით დეფექტი აქვს კონსტრუქციასა და პროგრამულ უზრუნველყოფაში. თვითმფრინავის სერიული წარმოება პენტაგონს ჯერ არ დაუმტკიცებია, თუმცა ის წარმატებით იყიდება ამერიკის მოკავშირეებზე მხოლოდ იმიტომ, რომ სხვაგვარად უარესი დღე ელით.
პილოტმა კატაპულტირება მოახერხა და მალე საავადმყოფოში აღმოჩნდა. მისი 80 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების „ელვა“ კი (F-35B-ის მოდიფიკაცია ყველაზე ძვირია, რადგან მას მოკლედ აფრენისა და ვერტიკალურად დაჯდომის ტექნოლოგიური შესაძლებლობა აქვს) გარკვეული დროის განმავლობაში ავტოპილოტით დაფრინავდა. ტრანსპონდერი აღარ მუშაობდა, ამიტომ ის დიდხანს ეძებეს. სამხრეთ კაროლინის მცხოვრებლებსაც კი სთხოვეს დახმარება.
ნამსხვრევები „ჩარლსტონის“ გაერთიანებული ბაზიდან ორი საათის სავალზე იპოვეს. მაშასადამე, მერიონის ტბიდან F-35-მა „ზომბის მდგომარეობაში" გაიფრინა 100 კილომეტრი. აუხსნელი კატაპულტირება და F-35B-ს თავისუფალი ფრენა მოსახლეობისთვის ძალიან სახიფათოდ შეიძლებოდა დასრულებულიყო − გამანადგურებელს ავტოპილოტით ასობით კილომეტრის გავლა და შტატის ყველაზე დასახლებულ ადგილზე ჩამოვარდნა შეეძლო.
ამერიკელებს დაუყოვნებლივ გაახსენდათ რამდენიმე მსგავსი უცნაური შემთხვევა „უხილავებთან" დაკავშირებით.
მაგალითად, 2022 წლის დეკემბერში F-35B-მა ავარია განიცადა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაბაზა ფორტ უორტში, ტეხასში. თვითმფრინავს შასის წინა საყრდენი გამოეცალა, F-35B ცხვირით დაერჭო, ფრთამ ბეტონს გაჰკრა, პილოტმა კატაპულტირება განახორციელა.
ცოტა ხნით ადრე, ოქტომბერში იუტის შტატში მდებარე „ჰილის“ ბაზაზე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა F-35A დაკარგა პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემის გამო. თვითმფრინავი არ რეაგირებდა ხელით მართვაზე.
2018 წლის მაისში ფლორიდის შტატის ეგლინის საავიაციო ბაზაზე F-35A დაფრენისას დაიმსხვრა.
2018 წლის 28 სექტემბერს ბოფორტის ავიაბაზასთან აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის F-35B გამანადგურებელი ჩამოვარდა.
იდუმალებითაა მოცული 2019 წლის 9 აპრილს იაპონიის საჰაერო ძალების F-35A-ს კატასტროფა. თვითმფრინავი წყნარ ოკეანეში ჩავარდა მისავას ავიაბაზიდან 135 კმ-ში.
„გამორჩეული" F-35-ის პროგრამაში ამერიკელებმა 20 წლის განმავლობაში ასობით მილიარდი დოლარი ჩადეს, თუმცა მეხუთე თაობამდე ვერმიყვანილ თვითმფრინავს რეპუტაცია მანამ შეელახა, სანამ მას მოიპოვებდა.
2023 წელს 150-მდე „ელვის“ გამოშვებაა დაგეგმილი, მაგრამ პენტაგონს დღემდე არ გაუცია ნებართვა F-35-ის სრულმასშტაბიან წარმოებაზე.
ლანდშაფტური დიზაინი
F-35 მსოფლიოში ცნობილი თავისი უნიკალური კოსმოსური ფასისა და დაბალი ტექნიკური მზადყოფნის თანაფარდობით გახდა.
გამანადგურებელ-ბომბდამშენს წარმოების 800 შეცდომა ტანჯავს და ექსპლუატაციის დროს მუდმივად ახალი პრობლემები იხსნება. ამერიკელი სპეციალისტების აზრით, „მფრინავი კომპიუტერი" F-35 ფუნქციონირებადი პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე იგივეა, რაც „ტრილიონ დოლარად ღირებული ლანდშაფტური გაფორმება“.
ხვალ რომ ომი დაიწყოს, ვლადიმირ პუტინი ნატოს დაუპირისპირდეს, ან სი ძინპინმა ტაივანის ხელში ჩაგდება გადაწყვიტოს, დაუმთავრებელი „ელვები“ უსარგებლო გამოდგება.
პენტაგონი შიშობს, რომ მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებმა შეიძლება F-35-ის კომპიუტერები გათიშოს. უკრაინაში ამგვარი შეფერხებები უკვე შეექმნა ილონ მასკის თანამგზავრულ ქსელ Starlink-ს.
F135-ს (Pratt & Whitney) ძრავის, ინტერფეისის, დამატებითი რეალობის მუზარადისა და მფრინავისთვის ჟანგბადის მიწოდების პრობლემები აქვს.
F-35 შეიძლება დაიშალოს ზებგერითი სიჩქარი განვითარებისას, დაიზიანოს თავი ქვემეხებიდან, მწყობრიდან გამოვიდეს ელვის დარტყმის შედეგად, დაიმტვრეს დაჯდომის ან აფრენისას, ან ჩავარდეს ზღვაში.
ამასთან, F-35-ები კარგად იყიდება ამერიკის მოკავშირეებსა და სატელიტებზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 13 სექტემბერს კონგრესს სამხრეთ კორეისთვის 25 გამანადგურებლის (F-35) 5 მილიარდ დოლარად მიყიდვის შესახებ აცნობა. შედეგად, სამხრეთ კორეის „ელვების“ პარკი დღევანდელი 60 ერთეულიდან 85 ერთეულამდე გაიზრდება. ეს ფულის უაზრო ხარჯვაა, თუ ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის ბირთვულ შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ.
სეულის გამანადგურებელი ავიაცია აშშ-ის მოკავშირე სახელმწიფოებს შორის ყველაზე ბრძოლისუნარიანად ითვლება. F-35-ის საიმედოობა და ეფექტურობა სამხრეთ კორეაში ეჭვქვეშ დგას: შემოწმებებმა 234 დეფექტი გამოავლინა 18 თვის განმავლობაში − 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისამდე.
ევროპაში „ელვები“ მიიღეს დიდმა ბრიტანეთმა, ნორვეგიამ, იტალიამ, ნიდერლანდმა, დანიამ. რიგში დგანან პოლონეთი, რუმინეთი და ჩეხეთი.
ამერიკელები არ ამხელენ ავარიებისა და კატასტროფების მიზეზებს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე