თბილისი, 18 სექტემბერი − Sputnik. მეძავმა, რომელსაც შუაღამით ბუდისტმა ბერ-მონაზონმა მიაკითხა სექსუალური მომსახურების მისაღებად, უჩვეულოდ მაღალი მორალი გამოავლინა და ღვთისმსახურს სექსზე უარი უთხრა, იუწყება ტაილანდური გამოცემა The Thaiger.
გავრცელებული ინფორმაციით, ბერ-მონაზონმა მეძავს ტარიფის მიხედვით თანხის გადახდაც შესთავაზა, მაგრამ სექს-მუშაკი შეუვალი აღმოჩნდა.
„ძალიან გთხოვთ, დაბრუნდით ტაძარში. მე მონაზვნებს არ ვემსახურები“, − ისმის კადრში ქალის ხმა, რომელმაც თავად გადაიღო ღვთისმსახურის ვიზიტის ამსახველი ვიდეო.
ამაზე პასუხად ახალგაზრდა ბერ-მონაზონი ქალს უხსნის, რომ უკვე შუაღამეა და ტაძარში მსახურება დაამთავრა, ამიტომ ახლა ჩვეულებრივი მამაკაცია, რომელსაც სექსი სჭირდება.
„უბრალოდ მონაზვნის სამოსი მაცვია. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ეს ქოსფლეის ელემენტია. დაუჩქარეთ, დილის ხუთ საათზე შესაწირავები მაქვს მისაღები“, − არ ნებდებოდა მამაკაცი ჯიუტ მეძავს.
საბოლოოდ, ქალმა მაინც მოახერხა მონაზვნის გაგდება, რომელთანაც, თურმე, წინასწარ ჰქონია შეხვედრა შეთანხმებული სოციალური ქსელის მეშვეობით. როგორც გაირკვა, TikTok-ის პროფილზე მამაკაცს საერო სამოსში გადაღებული ფოტო ედო და ამიტომ ქალი ვერ მიხვდა, რომ შეკვეთას მონაზვნისგან იღებდა.
ვიდეოს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა TikTok-ის ტაილანდურ სეგმენტში. ამ დროისათვის ის უკვე 300 ათასამდე კაცს აქვს ნანახი და კომენტირებული.