თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, მთაწმინდის პარკში ყველის ტრადიციული ფესტივალი იმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ღონისძიებაზე წარმოდგენილია ყველის, თაფლის, ღვინისა და ჩაის პროდუქციის წარმომადგენლები. სტუმრებს ასევე საშუალება აქვთ ეწვიონ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას.
ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ და შეიძინონ ყველის უნიკალური სახეობები, მოუსმინონ სასიამოვნო მუსიკას და დატკბნენ ფესტივალის გარემოთი.
ფესტივალის კარი ყველასთვის ღია იქნება 20:00 საათამდე.