თბილისი, 17 სექტემბერი - Sputnik. გურჯაანში ახალგაზრდა კაცს სანადირო თოფიდან ტყვია გაუვარდა და თანმხლები პირი, 33 წლის მამაკაცი მოკლა.
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლევან შიშნიაშვილი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მის თანასოფლელს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა. მამაკაცს ტყვია თავის არეში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116- ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
წყარო - „გურია-ნიუსი“