თბილისი, 17 სექტემბერი - Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ოჯახი რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის მხოლოდ ორი წევრი იმყოფებოდა, რომლებიც მათ მძევლად აიყვანეს.
ოჯახის წევრის ინფორმაციით, წაღებულია 17 ათასი ლარი, რომელიც დაზარალებულ ოჯახს თხილის ჩაბარებისა და ცხვრის გაყიდვით ჰქონდა მოგროვებული.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.