Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ნოემბერში გაიმართება

ამჟამად კრეატიული ჯგუფი დიზაინერების აპლიკაციებს განიხილავს
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს დედაქალაქში 2-6 ნოემბერს გაიმართება მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi (MBFW TBILISI), რომლის ფარგლებშიც დიზაინერები 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებს წარადგენენ.
MBFW TBILISI უკვე იღებს აპლიკაციებს დიზაინერებისგან. ყველა აპლიკაციას MBFW TBILISI-ს კრეატიული ჯგუფი განიხილავს.
ბოლო მოდის კვირეული თბილისში 2023 წლის მაისში გაიმართა. მაშინ დიზაინერებმა 2023-2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები წარადგინეს.
Mercedes Benz Fashion Week თბილისში 2017 წლიდან იმართება. ტრადიციულად, მოდის კვირეულს ათობით უცხოელი სტუმარი ესწრება, მათ შორის მოდის კრიტიკოსები, ცნობილი მოდის გამოცემების ჟურნალისტები და ბაიერები სხვადასხვა ქვეყნიდან.