თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. თბილისში 22-25 სექტემბერს რიგით მეხუთე ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი Tbilisi International Dance Festival გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
საქართველოს სოციალური ცეკვების ეროვნული ფედერაცია და и Salsa Caliente Tbilisi მოაწყობენ ნამდვილ ზეიმს ლათინოამერიკული ცეკვების მოყვარულთათვის. სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა მომზადების დონის მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა ეწვიონ ფესტივალს, მასტერ-კლასებსა და სხვადასხვა შოუებს.
ორგანიზატორები აანონსებენ ბაჩატას სტილის მოცეკვავეების ლაივ კონცერტებს, ცნობილი მოცეკვავეების მასტერკლასებს, ასევე ლათინურ საღამოებს და შოუებს ისეთი ცეკვებით, როგორიცაა სალსა, ბაჩატა, კიზომბა და აფრო.
ფესტივალის სტუმრებს სხვადასხვა სტილის ცეკვებს ასწავლიან მოცეკვავეები ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, კუბადან, საბერძნეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.
ღონისძიებები გაიმართება Caliente SDF Academy-ში. მისამართი: აღმაშენებლის გამზირი, 61.