თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაახლოებით 20-წუთიანმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ადგილობრივების თქმით, განადგურებულია როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიანი ნარგავები, მათ შორის ვენახების ნაწილი.
ჯერჯერობით უცნობია, სტიქიური უბედურების შედეგად რა მასშტაბის ზარალი მიადგა ყვარლის რაიონს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაისეტყვა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები, შილდა, გრემი და ალმატი.