თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში 18-22 სექტემბერს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „საქართველო“ გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
საქართველოში კონცერტებს გამართავენ ევროპის ხუთი ქვეყნის - იტალიის, ბელგიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის და ფინეთის ფოლკლორული ანსამბლები.
ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ყველა ანსამბლის წევრები ქართულ ხალხურ სიმღერას წლებია სწავლობენ და ასრულებენ.
ფესტივალის ფარგლებში სამი კონცერტი გაიმართება:
19 სექტემბერი, 19:00 საათი - ახალციხის ციხე
21 სექტემბერი, 19:30 საათი - კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი
22 სექტემბერი, 19:00 საათი - ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზი
ფესტივალი „საქართველო“ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.