თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოში 10 ათასზე მეტი ქორწინების რეგისტრაცია დაფიქსირდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ნახევარში 10.366 ქორწინება დარეგისტრირდა.
თავად ქორწინების რეგისტრაციის ცერემონია საქართველოში მარტივი და უფასოა, თუ არ იმართება საზეიმო ცერემონიას და ქორწინების რეგისტრაცია შედგება იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში.
იუსტიციის სახლში დაქორწინებისთვის საკმარისია ამ დაწესებულებაში ანკეტის შევსება და ორი მოწმის წარდგენა. ცერემონია იმართება რეგისტრაციის განაცხადის შეტანის დღევე.
საქართველოში ქორწინებების პიკი, როგორც წესი, შემოდგომაზე მოდის: თვეში საშუალოდ სამი ათასი ქორწინება ფიქსირდება, გაზაფხულზე ქორწინების საშუალო რაოდენობა თვეში ორი ათასია, ზაფხულში - 2,5 ათასი, ხოლო ზამთარი - 1,5-დან 2 ათასამდე.
2023 წლის ექვს თვეში რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობით პირველი ადგილზეა თბილისი, სადაც 3053 ქორწინება დაფიქსირდა, მეორეზე იმერეთია (1617 ქორწინება) და მესამეზე – ქვემო ქართლი (1304).
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში პირველი ქორწინების რეგისტრაციის საშუალო ასაკი ქალებისთვის 29 წელია, ხოლო მამაკაცებისთვის 32 წელი. ამასთან, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქალებში ქორწინების ასაკი გაიზარდა სამი წლით, ხოლო მამაკაცებში - ორი წლით. მეორე ქორწინების საშუალო ასაკი არის 42 წელი მამაკაცებისთვის და 40 წელი ქალებისთვის.
საინტერესოა, რომ საქართველოში საპენსიო ასაკის მამაკაცები ორჯერ უფრო ხშირად ქორწინდებიან, ვიდრე ქალები, 25 წლის ასაკში კი სრულიად საპირისპირო სურათია.
საქართველოში ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა 11 წელია.
წყარო - საქსტატი