თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საშემოდგომო აგრობაზრობა, სადაც ნატურალური ქართული პროდუქტები იქნება წარმოდგენილი, დედაქალაქში, დედაენის პარკში 16-17 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართული პროდუქტების უნიკალურ გემოს, რომელთა შორისაა ნატურალური ყველი, თაფლი, მურაბა, აჯიკა და სხვ.
„ნამდვილ ქართულ პროდუქტებთან ერთად, ამა თუ იმ პროდუქტის მომზადების განსაკუთრებული ტრადიციის შედეგსაც შეხვდებით. აგრობაზარზე გამოტანილ პროდუქტებს მათი ადგილწარმოშობა, ისტორიული, კულტურული თუ ტერიტორიული მახასიათებლები გამოარჩევს", – აცხადებენ ორგანიზატორები.
ღონისძიებები ორი დღის განმავლობაში 14:00 საათიდან 19:00 საათამდე გაიმართება.