სახელმწიფო სკოლებში სასწავლო პროცესი უკვე განახლდა. ბავშვების უმეტესობა არც თუ გახარებული უბრუნდება საშინაო დავალებებისა და საკონტროლო წერების სამყაროს, თუმცა, მათ მშობლებს ძალიან უხარიათ, რომ საკუთარი საქმის კეთებას უფრო მშვიდ გარემოში შეძლებენ.
სწავლა 15 სექტემბერს იწყება და სრულდება 10 ივნისის შემდეგ პირველ პარასკევს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს 2 308 სკოლაა, მათ შორის 2 086 სახელმწიფო და 222 კერძო.
ყველაზე მეტი სკოლა (396) იმერეთშია. თბილისი სკოლების რაოდენობით მეორე ადგილზეა (292). სულ მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყანაში 624,5 ათასია.