უკრაინის არმიამ ქალაქ ახალ კახოვკას შეუტია

Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. უკრაინულმა ჯარებმა ხერსონის ოლქის ქალაქ ახალი კახოვკის საცხოვრებელ კვარტალს დარტყმა მიაყენეს. ამ ინფორმაციას ქალაქის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც მოგვიანებით ქალაქის ადმინისტრაციაში განმარტეს, მასიური დარტყმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებზე მიიტანეს.

„ადგილზე მუშაობს საავარიო-სამაშველო სამსახური", — ციტირებს „რია ნოვოსტი“ ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებას.

როგორც რუსული სააგენტო წერს, უკრაინელი სამხედროები რეგულარულად ცხრილავენ ახალ კახოვკას.
მიმდინარე კვირაში სამხედრო ძალებმა ქალაქზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს და ელექტროენერგიის მიწოდება დაარღვიეს. დაცხრილვისას ჭურვები „გორვოდოკანალის“ ტერიტორიაზე და სასწრაფო დახმარების სადგურშიც ჩამოცვივდა. მოგვიანებით კი უკრაინულმა არმიამ გაზსადენიც დააზიანა.
რუსული მხარის განცხადებით, დღეისათვის რუსეთი ხერსონის ოლქის ტერიტორიის 75%-ს აკონტროლებს, ხოლო დნეპრის მარჯვენა სანაპიროს ნაწილი, მათ შორის ხერსონი, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკავია.