თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობის შემდეგ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ვერ აღმოაჩინეს დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ ვიდეოებში ასახული იდუმალი მოვლენებიდან თუ ობიექტებიდან რომელიმე არამიწიერი წარმოშობისაა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საპირისპიროს მტკიცება შეგვიძლია, ნათქვამია NASA-ს ექსპერტთა კომისიის 36-გვერდიან მოხსენებაში.
„რა არის ეს სინამდვილეში, ჩვენ არ ვიცით", — განაცხადა NASA-ს ადმინისტრატორმა ბილ ნელსონმა.
მისი თქმით, ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან (ამო) შეხვედრის შესახებ მონაცემების საფუძვლიანი შესწავლის შედეგად კომისიამ ობიექტების უმეტესობის იდენტიფიცირება შეძლო. მათგან ზოგი საჰაერო ბურთი აღმოჩნდა, ზოგიც — ატმოსფერული მოვლენა; თუმცა, არსებობს ფენონენები, რომელთა ბუნებაც კვლავ გამოცანად რჩება და მათი ადამიანის მიერ შექმნილად ცნობა შეუძლებელია.
დოკუმენტში აღინიშნება, რომ ამგვარი მოვლენების შესასწავლად ახალი მოწინავე მეთოდებია აუცილებელი — როგორც მონაცემების შესაგროვებლად, ისე მათ გასაანალიზებლად.
ამასთან ნელსონი აცხადებს, რომ პირადად მას არა მხოლოდ სჯერა სხვა ცივილიზაციების არსებობის, არამედ თითქმის დარწმუნებულია ამაში.
„სამყაროში მილიარდობით გალაქტიკაა, რომელთაგან თითოეულში მილიარდობით ვარსკვლავია. მათ უმეტესობას გააჩნია თანამგზავრები, მათ შორის ე.წ. ოქროს თმის ზონაში — დედავარსკვლავთან არც ისე ახლოს და არც მისგან ძალიან შორს. სიცოცხლის არსებობა მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი“, — თქვა ნელსონმა.
აღსანიშნავია, რომ The New York Times-ის რედაქციის თხოვნით NASA-მ სხვაგან სიცოცხლის არსებობის მათემატიკური ალბათობაც კი გამოითვალა. აღმოჩნდა, რომ ალბათობა სამასი მილიონია.