მსოფლიო დღეს

ბაიდენი და ზელენსკი ერთმანეთს მომდევნო კვირაში შეხვდებიან

Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აპირებს მონაწილეობა მიიღოს გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება ნიუ-იორკში, იუწყება NBC უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
წყაროს თქმით, ასევე მოსალოდნელია მისი შეხვედრა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან თეთრ სახლში მომავალ ხუთშაბათს.
გარდა ამისა, გეგმებში ჩახედული ორი წყაროს თქმით, კანონმდებლების ჯგუფი ასევე მუშაობს, რომ შეხვდეს ზელენსკის მისი ვიზიტის დროს.
თეთრ სახლს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ბაიდენი და ზელენსკი ერთმანეთს ბოლოს ივლისში, ნატოს ვილნიუსის სამიტზე შეხვდნენ. აგვისტოში სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კონგრესს სთხოვა, დაემტკიცებინა ჯო ბაიდენის მოთხოვნა უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის შესახებ. სექტემბერში პენტაგონმა შექმნა ჯგუფი, რომელიც კიევისთვის გადასაცემ სამხედრო დახმარებას გააკონტროლებს.
წყარო: NBC