თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საგარეჯოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა, ხოლო რამდენიმე მოზარდი დაშავდა, იუწყება „პირველი არხი".
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი მართავდა, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარედ ქვეითად მოსიარულე ქალს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა.
ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ავტომანქანაში მყოფი საგარეჯოს პირველი საშუალო სკოლის მოსწავლეები დაშავდნენ.
ექვსი მოსწავლე სხვადასხვა დაზიანებით საგარეჯოს „ჯეო-ჰოსპიტალსის" კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების ცნობით, მოსწავლეების მდგომარეობა სტაბილურია, არცერთ მათგანს არ სჭირდება რენიმაციული მკურნალობა და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.