მსოფლიო დღეს

უნგრეთი 20-ზე მეტი უკრაინული პროდუქტის იმპორტზე აკრძალვას აწესებს

Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ევროკომისიის მიერ იმპორტზე შეზღუდვების გაგრძელებაზე უარის გამო უნგრეთი 24 დასახელების უკრაინული პროდუქტის იმპორტზე აკრძალვას აწესებს, იუწყება РИА Новости უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ იშტვან ნაგიზე დაყრდნობით.

„ბრიუსელმა მიიღო გადაწყვეტილება – არ გაახანგრძლივოს უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა. უნგრეთი ეროვნულ დონეზე კეტავს თავის საზღვრებს და იგი 24 უკრაინულ პროდუქტზე გავრცელდება", – დაწერა ნაგიმ სოციალურ ქსელში.

მარცვლეულის გარდა, პროდუქტების სიაში ​​შევიდა საქონლის, ღორის, ცხვრის, თხის ხორცი, ფრინველი, კვერცხი, ბოსტნეული, თაფლი, მზესუმზირის თესლი და ღვინო. განკარგულება, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მოაწერა ხელი, 15 სექტემბრის 23:00 საათზე შევა ძალაში.
მანამდე ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის მეზობელ ხუთ ქვეყანაში არ გაახანგრძლივოს უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე ადრე დაწესებული აკრძალვა, რომელსაც ვადა პარასკევს ეწურება.