წინასასკოლო ვნებათაღელვა: სახელმძღვანელოებით ვაჭრობა სადგურის მოედანზე - ფოტო

სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება, შესაბამისად, მშობლები შვილებს სკოლისთვის ამზადებენ და საჭირო სახელმძღვანელოებსა და ნივთებს ყიდულობენ.
Sputnik
მეტროს სადგურ „სადგურის მოედანთან“ უამრავი დახლია, სადაც სკოლისთვის საჭირო ნივთების შეძენაა შესაძლებელი – დაწყებული რვეულებითა და სახელმძღვანელოებით, დამთავრებული ჩანთებითა და საბავშვო ტანსაცმლით.
1 / 15

სადგურის მოედანზე სასკოლო ნივთების უამრავი დახლია

2 / 15

ვაჭრობა გვიანობამდე გრძელდება

3 / 15

აქ იყიდება ახალი და მეორადი სახელმძღვანელოები

4 / 15

ახალი წიგნების ფასები საკმაოდ მაღალია

5 / 15

მეორადები კი ორჯერ და, ხანდახან, სამჯერ იაფიც ღირს

6 / 15

თუმცა ფასები ყველგან ერთნაირი არ არის

7 / 15

ამიტომ ყურადღება და მეტი ძებნაა საჭირო

8 / 15

ხშირად ფასი ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისგან

9 / 15

ამიტომ ნუ იჩქარებთ შეძენას

10 / 15

თავდაპირველად დაათვალიერეთ სხვადასხვა დახლებზე ფასები

11 / 15

თუმცა, შესაძლოა, იქ, სადაც წიგნები იაფი ღირს, უფრო ძვირი ღირდეს სხვა ნივთები

12 / 15

ამიტომ აუცილებელი არ არის ყველაფრის ერთ ადგილზე შეძენა

13 / 15

შეგიძლიათ ჯერ ყველაფერი კარგად დაათვალიეროთ და შემდეგ გადაწყვიტოთ, სად რისი შეძენა გირჩევნიათ

14 / 15

მეორადი წიგნების მდგომარეობა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება

15 / 15

ბაზრობაზე ახალი წიგნებიც იყიდება. საკვირველია, მაგრამ ერთი და იგივე საწყობიდან გამოტანილ წიგნებზე სხვადასხვა ფასებს გამყიდველები თავად აწესებენ. თუმცა, ეს ხომ ბაზრობაა, შევაჭრება აქ ყოველთვის შეიძლება